გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს

23-03-2018

 

1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ, დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  და მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

 

 „ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ისინი“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

 ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.