გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მდინარე ალგეთი ნაკადულის კალმახის 50 000 მდე ლარვით დათევზიანდა

11-04-2021

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტას წარმოება ხდება.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.