გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი სამცხე-ჯავახეთს ეწვია

23-03-2018

სამცხე-ჯავახეთს თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ეწვია. სტუმარი სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მიიღო, მან თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ახლო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ხაზი გაესვა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიურ კავშირებსა და წლების განმავლობაში არსებულ კეთილმეზობლურ ტრადიციებს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მხრივ ერთობლივი რეგიონალური პროექტების განხორციელებაზე. მხარის გუბერნატორმა სტუმარს სამცხე-ჯავახეთში არსებული საკურორტო-ტურისტული პოტენციალი, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიც გააცნო.

თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყანის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"