გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ჩხენკელი: მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია

14-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს:

„დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - დედაენის დღეს აღვნიშნავთ.

42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას საბჭოთა კავშირის მხრიდან.

მოსახლეობის მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ შეგვინარჩუნა სახელმწიფო ენა, რაც მართლაც უდიდესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.

გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოთხი ათეული წლის წინ, უდიდესი რისკის ფასად, დაიცვა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა მშობლიური ენა - მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, უნიკალური ქართული ენა.

ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან მშობლიური ენა არის არა მხოლოდ ენა, რომელზეც ვმეტყველებთ და ვურთიერთობთ, არამედ მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია“ - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.