გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკატერინე ტიკარაძე: დღესდღეობით ინფიცირებულები ვირუსის გაცილებით მძიმე ფორმის მატარებლები არიან და მათი ასაკი გაახალგაზრდავებულია

14-04-2021

საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით სტაციონარში გადის მკურნალობას, არის გაცილებით მძიმე ფორმის მატარებელი და ასევე ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავებულია.

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების ნახტომისებრი ზრდა. დღესდღეისობით ჩვენს ქვეყანაში გვყავს 8000-მდე ინფიცირებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო სექტორი ჩვენ უკვე გარკვეულ იმპულსებს გვაძლევს იმის თაობაზე, რომ თითოეული ინფიცირებული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით სტაციონარში გადის მკურნალობას, არის გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელი ვიდრე ეს პირველ ტალღაზე და ასევე მეორე ტალღაზე იყო. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თვითონ ინფექციის გავრცელების კუთხით, ფოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.