გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

24-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"23 მარტს, საღამოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 150-ე კილომეტრზე, თხევადი გაზის გადამტანი ავტოცისტერნა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადმძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციამ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებით გადაადგილება დროებით აკრძალა. გზის გახსნამდე მძღოლები ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის საავტომობილოგზით იმოძრავებენ. 
ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით"-აცხადებენ შსს-ში.