გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

14-04-2021

ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების საკითხს.

ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ყველა ადმინისტრაციულ ერთულში ფაროსანას გავრცელების პრევენციისთვის განთავსდება ფერომონები, მოხდება მასშტაბების დადგენა და წერტილოვანი შეწამვლები . უკიდურეს შემთხვევაში კი ღამით განხორციელდება თერმული ნისლით შეწამვლა, რის შესახებაც მეფუტკრეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.