გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ტრენერები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

14-04-2021

ქართული ენის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უწევს ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის 55 ტრენერი პანდემიის გამოცხადებისთანავე წარმატებით გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე და უზრუნველყო განათლების სერვისების უწყვეტი ხელმისაწვდომობა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი – 42 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ქართულ ენაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჩვენი ენა ძვირფასია. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებმა გამოიჩინეს მართლაც დიდი თავდადება და უზრუნველყვეს განათლების სერვისების უწყვეტი ხელმისაწვდომობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ყველა თანამშრომელს ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის, მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს.


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ფლობის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.