გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ გლოლაში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენის სისტემა აღდგა

14-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ბოლო პერიოდში გახშირებული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული წყალსადენის სისტემა მოინახულა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სოფლის რწმუნებულისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მიწისქვეშა წყალსადენი სისტემა დროულად იქნა ლოკალიზებული. ადგილზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის წყალსადენის სისტემა აღდგენილია და სასმელი წყალი შუფერხებლად მიეწოდება საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ადგილობრივ მოსახლეობას.