გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია

14-04-2021

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია.

„დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დათმობებზე, რომელზეც ინვესტორი კომპანია წამოვიდა და, შესაბამისად, გადაიდო კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა.

„იცით, რომ მე და ბატონი ლევან დავითაშვილი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმოებებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს და ესეც არის ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრების, კომუნიკაციის გამოძახილი. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამთავრობო უწყებები არ აკლებენ მცდელობას, რომ დიალოგი შედგეს ყველაზე უფრო კატეგორიულ ჯგუფთან - ესენი არიან უშუალოდ აქტივისტები, ვინც ნამოხვანში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას.

„როდესაც ცაგერში ვხვდებოდით მოსახლეობას და დავინახეთ, რომ უშუალოდ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მე და ლევან დავითაშვილმა მყისიერად გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით და მათ შევხვდით ადგილზე, უშუალოდ ნამოხვანში. შემდეგ უკვე შეთანხმდა და დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა ქუთაისში, სადაც ორი მინისტრი ჩავედით და ჩავიყვანეთ ათამდე უძლიერესი სპეციალისტი, ჩვენი გუნდის წევრები, როგორც იურისტები, ასევე გარემოს დაცვის სპეციალისტები, გეოლოგები, სეისმოლოგები. სამწუხაროდ, მაშინ ის შეხვედრა ჩაიშალა და ვერ შედგა, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ჩვენ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე უფრო სწორი და ეფექტური იქნება, სპეციალისტებთან იყოს ეს შეხვედრა და მათგან მოისმინონ ყველაზე კომპეტენტური პასუხები, რადგან ჩვენ ეს პასუხები გაგვაჩნია", - განაცხადა ნათია თურნავამ.