გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

24-03-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. 
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სოფელ წილკანიდან დილით წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ყოფილი სამხედრო, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ქართულ მხარეს გადასცა. ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩაუტარდა. 
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.