გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თეა წულუკიანი: ბესო ზანგურმა თეატრი დღესვე უნდა დატოვოს

16-04-2021

საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიანი და ბესო ზანგურმა დღესვე თეატრი უნდა დატოვოს.

მისივე განცხადებით, რობერტ სტურუას განთავისუფლება არ იგეგმება და მას მოუწოდებს სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს.

„ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიანი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი განთავისუფლება არ იგეგმება. თუნდაც ის ფიქრობდეს, რომ 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარულიო. მე მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა გოგოების, სხვა ქალების უფლებების დაცვისთის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისძთვის, ბესო ზანგურის ყოფილმა ცოლმა, ნინო მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მისი ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა.