გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26-03-2018

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი შაბათს, დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. „ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სულხან ორჟონიამ.

არსებული ინფორმაციით, ჩვილი პოლიეთილენის პარკში იყო მოთავსებული და ღობეზე ეკიდა. შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"