გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან სილაგავა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მიზანმიმართულად მუშაობს, რაც უკვე სწორი მიდგომაა

16-04-2021

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გაზრდილია სიმინდის წარმოებაც.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის წარმოების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ცოდნა, აგრონომიული ტექნოლოგია, ფულადსახსრებზე ხელმისაწვდომობა და დაზღვევა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მიზანმიმართულად მუშაობს, რაც უკვე სწორი მიდგომაა. ფერმერებს ასწავლიან, როგორ უნდა მოუარონ მოსავალს და რა ღონისძიებები ჩაატარონ იმისათვის, რომ ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.