გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა

17-04-2021

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს. მინისტრი ლოჯისტიკის ცენტრ (დასავლეთი) მე-4 შენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.