გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სასწრაფო დახმარების ცენტრს მაღალმთიანი რაიონებისთვის 22 ახალი ჯიპი გადაეცა

26-03-2018

ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი.

ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი.

„ეს მანქანები განაწილდება იმ რეგიონებში, სადაც რთულად მისასვლელი გზებია - მაღალმთიან რაიონებში, სამთო კურორტებზე. მე ვფიქრობ, საბოლოოდ დავივიწყებთ 2014 წლამდე პერიოდს, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ამორტიზებული მანქანები შემდგარი იყო კუნძებსა და მანქანებზე“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.

თალაკვაძის თქმით, განახლებული ავტოპარკი რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

reginfo.ge