გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

17-04-2021

გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

როგორც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, შეინ როზენტალს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანა 2021 წელს საქართველო იყო მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. ADB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკსა და საქართველოს შორის კვლავ დინამიურად განვითარდება.

ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს ქვეყანას როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

როგორც მან აღნიშნა, რომ არა გლობალური პანდემია და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, პოსტპანდემიურ პერიოდში, თბილისი შეძლებს ღირსეულად და მასშტაბურად უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულების მხარდაჭერას.