გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2020 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით 6 ახალი პროექტი განხორციელდა

19-04-2021

დღეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1983 წლიდან აღინიშნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესები.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა 6 ახალი პროექტი. მათ შორის, ეროვნული მნიშვნელობის პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტები.

2020 წელს ფონდ „ქართუს“-თან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის, სააგენტოსა და ქ.ბათუმის მერიის დაფინანსებით განხორციელდა 11 პროექტი.

2020 წელს სააგენტოს მიერ მომზადდა 4 საპროექტო დოკუმენტაცია და შესყიდულ იქნა 7. 2020 წელს 5 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი; 3 ობიექტს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი; 2020 წელს დაფინანსდა
არქეოლოგიური ექსპედიციები; 2021 წელს გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 200 000 ლარი;