გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთის მცხოვრებლებს ერთი კილოგრამ ფაროსანაში ათას რუბლს გადაუხდიან

26-03-2018

რუსული მხარე მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.

ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება – დღესდღეობით მავნებლეთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
მისივე ინფორმაციით, მწერებს სოფლის მეურნეობის ყველა რაიონულ გაყოფილებაში მჭიდროდ დახურულ პლასტმასის ჭურჭელში მიიღებენ.

რადიო "ათინათი"