გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა

20-04-2021

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. აღინიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ აქტიურად ითანამშრომლონ. ხაზი გაესვა დოკუმენტზე ხელმოწერისა და პოლიტიკური პროცესების საპარლამენტო განზომილებაში გადატანის მნიშვნელობას.

მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში ასახულ საკითხებზე იმსჯელეს და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მიშელს მედიაციისთვის და ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.