გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

21-04-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაცვლდ 99 070 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირებისა, იგი ახდენდა 13 264 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის დეკლარირებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.