გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

21-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) 69-ე ონლაინ სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

სესიაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა, მინისტრმა საქართველოს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია და ყურადღება მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა კლიმატის ცვლილების შერბილების, განახლებადი ენერგიის წარმოების და ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021–2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ონლაინ სესიაში მსოფლიოს 20 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.