გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

22-04-2021

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, რეინჯერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

მსმენელებისთვის სერტიფიკატებისა და სამხრე ნიშნების გადაცემის შემდეგ, ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში სტუმრებს კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟის ნახვისა და აღჭურვილობის დათვალიერების, ასევე, ხელჩართულ ბრძოლაში შეჯიბრის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის, რეინჯერთა მომზადების სკოლის მე-8 გამოშვება 57 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. სწავლება 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა