გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნატანებში გატაცებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 3 952 ლარია წაღებული

21-11-2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრიდან გატაცებული  სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან  3 952 ლარია წაღებული. 
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
გასული კვირის შაბათს, გვიან ღამით მომხდარი ქურდობის შესახებ რედაქციას დღეს დამატებითი დეტალები მიაწოდეს. 
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, "ლიბერთი" ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელთან იდგა, გვიან ღამით გამოძიებისთვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. 
გვერდით მდებარე სპორტდარბაზში დაამტვრიეს და თანხა წაიღეს. 
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის შესასვლელში რამ,დენიმე ვიდეოთვალია დამონტაჟებული, პოლიციამ ბოროტმოქმედების კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნო.
 სავარაუდოდ ქურდები ნიღბებით მოქმედებდნენ. 
ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ, მიუხედავად იმისა ქურდობა 4 დღის წინ მოხდა, პოლიციამ საქმეზე გამოძიება მხოლოდ გუშინ დაიწყო. 
როგორც "გურიის მოამბესთან" შსს სამინისტროს პრესსამსახური ამბობს, მომხრდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. 
წყარო: "გურიის მოამბე"