გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დაბა ლაითურის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა

26-03-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის ცენტრში მდებარე ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის განცხადებით, მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. შენობაში ხუთი ოჯახი ცხოვრობს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეს ხანძრის მეექვსე შემთხვევა იყო.

1tv.ge