გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში გარემოს დანაგვიანებისათვის მოქალაქე დააჯარიმეს

26-03-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.

გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის I ნაწილის შესაბამისად 80 ლარით დაჯარიმდა, რაც 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს.

"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გატარდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

რადიო "ათინათი"