გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ თალაკვაძემ და და დეპუტატებმა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

24-04-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე).

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.