გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უქმე დღეების ასანაზღაურებლად განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

24-04-2021

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.

დეტალური რეკომენდაციების პაკეტი უკვე გადაეგზავნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, რომელთა გათვალისწინებით სკოლა ინდივიდუალურად დაგეგმავს მისთვის მოქნილ სასწავლო პროცესს.