გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24-04-2021

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში, პროექტ “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”-ს ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი“ და გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული კონკურსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურაღება დაეთმოს გარემოსდაცვით საკითხებს, წახალისებული იყოს როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დაჯილდოების ცერემონია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. პირველ ადგილზე ქ.თბილისის #120 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეების ჯგუფი- „ნორჩი ეკოლოგები“ გავიდნენ.

“ყოველი დღე უნდა იყოს დედამიწის დღე, ვინაიდან გარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით არის ჩვენი მთავარი ამოცანა.ასეთი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. 2021 წლის დედამიწის დღის მთავარი თემაა „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა”. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. ესაა დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგრაფ ლევან ქაშიბაძის პროექტის „PHOTO SMOG” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აერთიანებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფოტოების სერიას და ინსტალაციას გარემოს დაბინძურების და ნარჩენების თემაზე.

პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” -ს მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხორციელდება.