გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა

24-04-2021

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ,
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ მადლობა გადაუხადა არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

"მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, გარეთ. ამ ორი წლის მანძილზე ის წარმატებულად უძღვებოდა მუშაობას პარლამენტს შიგნით, ასევე, იყო აქტიური პარლამენტს გარეთ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

როდესაც გაგვიზიარა არჩილმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც იყვნენ პარტიის ლიდერები ჩართული და მისი პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს. გასული თვეების მანძილზე ის იყო აქტიურად ჩართული მოლაპარაკების პროცესში, შესაბამისად იყო წარმოდგენილი როგორც მხარე, რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლდათ ეს, რომ მისი ეს აქტიური ჩართულობა, როგორც მხარისა ამ პროცესში, იყო გარკვეული გამოწვევა შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციის შესასრულებლად", — განაცხადა კობახიძემ.