გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

OECD-ის საერთაშორისო კონფერენცია არჩეული თავმჯდომარის რანგში საქართველოს წარმომადგენელმა პირველად გახსნა

24-04-2021

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით, საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ".

მრავალმხრივი კონვენციის (MLI)" კონფერენცია თავმჯდომარის რანგში პირველად გახსნა საქართველოს წარმომადგენელმა - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარი ხურციძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კონფერენციის თავჯმდომარე ქვეყნად არჩეულ იქნა 2020 წლის ნოემბერში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმძღვანელებს 3 წლის ვადით.

კონფერენციას ესწრებოდა 180-მდე დელეგატი და მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივი კონვენციის (MLI) გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის" (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 95 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.