გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს

26-03-2018

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 
მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. “პირველადი დათვალიერებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა წესი დაცული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაველოდებით გამოძიებას და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ, ღამის 3 საათზე მოყვა.

"ინტერპრესნიუსი"