გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ცხედრის ამოსაყვანად დიდი ლოდის დამტვრევა გახდა საჭირო" - ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალები

26-03-2018

ჭიათურის პროფკავშირების თავმჯდომარის ამირან მაჩიტიძის ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშის ცხედრის ამოსაყვანად დიდი ლოდის დამტვრევა გახდა საჭირო.

"ჩამოიქცა ჭერი და ერთ-ერთი გვირაბგამყვანი მოყვა ამ მასის ქვეშ. დიდი ლოდი იყო და მისი დამტვრევა გახდა საჭირო ცხედრის ამოსაყვანად. კერძო კომპანია ცდილობს ნაკლები ხარჯებით მეტი სარგებელი მიიღოს მიწისქვეშა სამუშაოების დროს არ ამართლებს“ - განაცხადა მაჩიტიძემ.

უბედური შემთხვევა დღეს დილით, ჭიათურის შუქრუთის მაღაროში მოხდა. ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა. მუშის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან დამატებითი მაშველებიც იყვნენ ჩაერთული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

newposts