26-04-2021
შპს „ერ ტე დე“-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნული გზის სიგრძე 1 070 გრძივი მეტრია, გზის რებაილიტაციის ღირებულებაკი 349 999 ლარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე,შპს „სოფლის წყალმა“ 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი ამოცვალა. დაზიანებული გზა არაკომფორტული იყო, აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.
"სოფლად მისასვლელი გზების მოწყობა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესს გავაგრძელებთ, ვიდრე ყველა სოფელს მისასვლელი გზა არ მოუწესრიგდება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.