გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში საკრებულოებს ქალი თავმჯდომარეები ჰყავს

21-11-2017

ტყიბულში, თერჯოლასა და ხარაგაულში 20 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოების თავმჯდომარდ ქალბატონები აირჩიეს.

ტყიბულის საკრებულოს ნატალია კობახიძე უხელმძღვანელებს. ხარაგაულში მანანა ბარბაქაძე აირჩიეს, მისი მოადგილე კი რუსუდან გიორგაძეა. მანანა ბარბაქაძე საკრებულოს მანამდეც ხელმძღვანელობდა.თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე გახდა.

სხვა მუნიციპალიტეტების მონაცემები ასეთია:

წყალტუბო : თავმჯდომარე - გრიგოლ ივანეიშვილი, მოადგილე პაატა - ახალაძე

ბაღდათი: თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მოადგილე ნოდარ გიორგიძე.

საჩხერე : თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მოადგილე ირაკლი ჩხიკვაძე( წინა მოწვევის საკრებულოში ის მოადილის პოსტს იკავებდა.)

ზესტაფონი: თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე თემურ საყვარელიძე

ვანში საკრებულოს ალექსანდრე ლილუაშვილი მეორე ვადით უხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიების ხელმძღვანელებს კი აქ ხვალ აირჩევენ.

ასევე მეორე ვადით იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციციქიშვილი. ჭიათურაში 20 ნოემბერს დეპუტატებმა საკრებულოს ძველი თავმჯდომარე არ შეცვალეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიების ხელმძღვანელების ვინაობა ჭიათურაშიც ხვალ გახდება ცნობილი.


წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"