გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის მერიამ პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოაწესრიგა

26-03-2018

ქუთაისის მერიამ პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოაწესრიგა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. აღნიშნული საკითხი ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ყოველი წვიმის დროს მოსახლეობას სირთულეები ექმნებოდა. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე 30 000 ლარის სამუშაოები შესრულდა. 
დღეს სანიაღვრე სისტემის დასრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. 
„ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. ჩვენ აქ და სხვა უბნებში დავიწყეთ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. მოსული ნალექი პეტრიწის ქუჩაზე მოსახლეობისთვის პრობლემა აღარ იქნება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

"ინტერპრესნიუსი"