გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სკოლის პერსონალის Covid-19-ზე ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

29-04-2021

ქვეყანაში გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკის ფონზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეექვსე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდა თბილისის 137-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებს – მასწავლებლებს, მანდატურებს, დირექტორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. ტესტირების პროცესს სამედიცინო ცენტრი „ციტო“ უზრუნველყოფს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად სკოლაში დღეის მდგომარეობით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი კლასი არ იმყოფება და ადგილზე მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.