გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ისეც არ გამილახავს, რომ სილურჯეები მიმეყენებინა" -რუსთავში 15 წლის გოგოს მიმართ ძალადობაში დედის მეგობარ კაცს ადანაშაულებენ

27-03-2018

15 წლის მოზარდის დედა, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო უკვე დაიკითხა, მედიასთან კომენტარს აკეთებს.

ქალი ძალადობას ადასტურებს, თუმცა მისი მეგობარი მამაკაცის მხრიდან გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საუბარი უჭირს.

"რომელ დედას შვილი არ უცემია, იმიტომ მოარტყამს, რომ უნდა თავისი შვილი კარგი გამოვიდეს. ბოლოს აირია დაირია და მაგიტომ მოვარტყი, მაგრამ ისეც არ გამილახავს, რომ სილურჯეები მიმეყენებინა...

ორჯერ ჰყავდათ განყოფილებაში და დაკითხეს (ქალის მეგობარი მამაკაცი), ამბობს რომ არ გამიკეთებია, მაგრამ ეს ღმერთმა იცის. რამეს რომ შევსწრბოდი გარეთ კი არა, ციხეში იქნებიდა,"-აცხადებს გოგონას დედა.

დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.

15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. ის ამჟამად სპეციალურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. დედას კი მასთან კონტაქტი 30 დღის განმავლობაში აეკრძალა.

newposts