გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

,,ვის შევჩივლო, რომ მაღაროში წყალი არა გვაქვს?! ვინ შეისმენს ჩვენი მაღაროელების პრობლემებს”

27-03-2018

ალექსანდრე სამხარაძე – 37 წლის გვირაბგამყვანი, ჭიათურის მაღაროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. 


„მე ჭიათურაში დავიბადე, აქ მყავს ოჯახი, აქ ვმუშაობ ჩემს ქალაქში – ჭიათურაში და მიყვარს ჩემი ქალაქი, ისინი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ უყვარდეს ადამიანს აქაურობა, შეგაზიზღონ და დაგაკარგიონ ის ხალისი, რომელსაც მხოლოდ პატარა შვილი თუ მოგცემს, მხოლოდ დედის ღიმილი თუ გაგახალისებს…

ჰო აქე ასე არის, სხვა არაფერი გაგახალისებს და გაგაღიმებს… რაზე გავიცინო?! მტვრიან ქუჩებში შავი დიდი მანქანებით რომ დაიარებიან და ცინიკურად გვეღიმებიან?! მათ უკვე არჩეული აქვთ ზაფხულისთვის რომელ კუნძულზე წავლენ დასასვენებლად, მე კიდევ ვის შევჩივლო, რომ მაღაროში წყალი არა გვაქვს?! ვინ შეისმენს ჩვენი მაღაროელების პრობლემებს? მაღაროში, რომ წესიერი განათება არ იქნება რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხელფასი საერთოდ არ მკითხოთ რამდენი მაქვს… მაგრამ, მე ღირსეულად ვიცხოვრებ მაინც, მე ჩემი შრომით მაინც ვარჩენ ოჯახს, მე ჭიათურას, ჩემს ქალაქს მაინც ვაცოცხლებ… და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება, ყოველთვის გავაპროტესტებ მაღაროელთა მდგომარეობას, ჭიათურელთა პირობებს!!!“-განაცხადა ალექსანდრე სამხარაძემ. 

წყარო: “მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირი.

kutaisitoday