გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძე მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

2-05-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს:
ქრისტე აღსდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოების მართლმადიდებელ ქრისტიანებს.

აღდგომა სიცოცხლის გამარჯვების, იმედის და დიდი სიხარულის მომნიჭებელი უდიდესივდღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუერთდები ჩვენი საზოგადოების მართლმადიდებელი ქრისტიანების სიხარულს და მათ ერთიანობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ" - ნათქვამია მისალოც მიმართვაში.