გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ღიბრაძე: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა

4-05-2021

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთანავე,
საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, იზრდება, მოგეხსენებათ, თუმცა, სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია",-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.