გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს

4-05-2021

„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეკითხვაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთ ავიაგადამყვანთა დიდი ნაწილი ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ, მაგრამ, მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების მომსახურებისთვის ასევე მზადაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი" ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი) იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინზი". მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი „ევროვინგსი".