გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

5-05-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა

ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს - კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.