გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე მიღებას დაესწრო

5-05-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე "USCGC HAMILTON" (WMSL 753) გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ხომალდის მეთაურმა, I რანგის კაპიტანმა ტიმ ქრონინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს გემი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.

ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, სასაზღვრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი ნიკა შარაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ვიზიტი ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

"USCGC HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს და მას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნებიც გაიმართა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.