გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს _ დეპუტატები პარტიის გადაწყვეტილების მოლოდინში

27-03-2018

„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილითანამდებობას ტოვებს. ჩვენი წყაროს თქმით, გამდლიშვილი რიგით დეპუტატად დარჩება და, პარალელურად, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აღმასრულებელი მდივნის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს.

გამდლიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ „ჯერ ფრაქციის თავმჯდომარეა“:

„პოლიტიკაში რთულია ასე მარტივად განსაზღვრო, მომავალში რას აპირებ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამდლიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალებზე არ საუბრობს, ჩვენი წყაროს თქმით, ფრაქციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე საკუთარ გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მისი ადგილისთვის საკრებულოში ბრძოლა უკვე დაწყებულია. როგორც გვითხრეს, ფრაქციის თავმჯდომარეობა ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზვიად მამალაძეს სურს.

მამალაძე ამბობს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც პარტია გადაწყვეტს:

_ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, თუ შემომთავაზებს პარტია და ფრაქციის წევრები თუ ამირჩევენ, რა თქმა უნდა  უარს არ ვიტყვი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც პარტია გადაწყვეტს, _ გვითხრა მამალაძემ.

რაც შეეხება მამალაძის ამჟამინდელი თანამდებობის მსურველს _ წყაროს თქმით, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეობა, დეპუტატ კლოდი მდინარაძეს სურს, რომელიც დიდი ხანია თანამდებობას ელოდება, თუმცა, მისთვის ადგილი ამ დრომდე არ გამოიძებნა:

_ ჯერ ვერაფერს გეტყვით. პარტიის გადაწყვეტილებას ველოდები და ვნახოთ, რა იქნება, _ აღნიშნა მდინარაძემ.

ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ზაალ მამალაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"გურია ნიუსი"