27-03-2018
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ მორიგ პრემიერას! რეჟისორი გიორგი ქანთარია ევგენი შვარცის პოლიტიკურ ზღაპარს, ,,დრაკონს“ წარმოადგენს.
სცენიური იგავ-არაკის სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელსაც ოთხასი წელია დრაკონი პატრონობს. ქალაქში მოხეტიალე რაინდი ჩადის, მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, რაინდი დრაკონს ბრძოლაში იწვევს და ამარცხებს, მაგრამ ხალხი ისეა შეჩვეული დრაკონის მმართველობას, რომ ქვეყნის სადავეებს ისევ დრაკონის დროინდელ ბურგომისტრს აძლევს. რაინდი ბრძოლის შემდეგ დაკარგულია, ხოლო ბურგომისტრი მის გმირობებს თვითონ მიიწერს და თავს ქალაქის პრეზიდენტად აცხადებს. ნაცნობი თემა ნაცნობი ისტორიით, სხვის მიერ მოგებულ ომზე გაჩაღებული ზეიმი და წართმეული პატივი. პოლიტიკური ზღაპარი დიდებისთვის რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე 30 მარტიდან გათამაშდება და ის თეატრის მოქმედ რეპერტუარს შეუერთდება.
სპექტაკლის პრემიერა 30 მარტს, 20.00 სთ-ზე გაიმართება.