გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

6-05-2021

საპარლამენტო უმრავლესობის თხუთმეტამდე წევრი, შპს. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში – „რესპუბლიკური საავადმყოფო", „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, წინა კვირა და ეს კვირა ჩვენ გამოვაცხადეთ მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს საზოგადოების აქტიური წევრების, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ინტენსიურ ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ დაემატებიან პარლამენტის სხვა წევრებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ვაქცინაცია ამ პროცესში ნამდვილად იქნება უსაფრთხო სამუშაო გარემოს შემქმნელი მნიშვნელოვანი კომპონენტი", - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად არიან ჩართული სხვადასხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავზარდოთ საზოგადოების აქტივობა და საზოგადოების ნდობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესში და ეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეყანას ეპიდემიის დამარცხებაში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ვაქცინაცია საქართველოში შეუქცევადი პროცესი გახდა.

„ვაქცინაცია დღეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე, რადგან თითოეულმა ჩვენთაგანმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შევიტანოთ პანდემიის დამარცხების პროცესში. მინდა მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ დღეს ვაქცინაცია ჩვენს ქვეყნაში არის შეუქცევადი პროცესი. განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე საკმაოდ მაღალი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ვაქცინაციის პროცესში და ამით ერთობლივად დავამარცხოთ პანდემია. აქვე, მინდა მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე, ყოფილ დეპუტატებს ჩაერთონ ვაქცინაციაში, ვინაიდან ერთობა ამ პროცესში განსაკუთრებულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.