გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

7-05-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისსაბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელის მოწყობა.

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში 40 -მდე მოქალაქე არის დასაქმებული. საბაჟოზე კი დაახლოებით 35 მებაჟე ოფიცერი იმუშავებს. საპროექტო სამუშაოების დასრულება 6 თვეში იგეგმება.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 21 000 კვ.მ. ფართობი განახლდება, მოეწყობა ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი, ახალი გზის საფარი, ტერიტორიის გარე განათება, ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი, პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები.

საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია და საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვის წინა პირობას წარმოადგენს. უახლესი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: – მგზავრებისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, ხოლო ერთ-ერთდატვირთულ გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“ ტვირთებისა და მგზავრების ნაკადის განტვირთვა მოხდება.

,,განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

ლაგოდეხის განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში მინიმუმ 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი.