გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანრი ოხანაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

8-05-2021

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო შეხვედრებს მართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბუნდესტაგში გერმანელ კოლეგას დოქტორ, ჰერიბერტ ჰირტეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ქართველმა და გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები და პრიორიტეტებიც განიხილეს.