გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მთავრობამ სპეციალური საიტი შექმნა

8-05-2021

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ საიტი https://Provax.ge შექმნა.

ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს პასუხები მისთვის საინტრესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.

ვებ-გვერდზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.